NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
არჩევნები 2020

"#იმოქმედე", "ბიძო, კმარა" – ბათუმის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა [PHOTO]

ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2020 - 13:34
tbl.ge/57c0
დაკოპირდა
მარიამ სიხარულიძე / ტაბულა
მარიამ სიხარულიძე / ტაბულა
მარიამ სიხარულიძე / ტაბულა
მარიამ სიხარულიძე / ტაბულა
მარიამ სიხარულიძე / ტაბულა

საპარლამენტო არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, თბილისში მიმდინარე აქციების პარალელურად, ბათუმში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა, რომლებზეც ვკითხულობთ: #იმოქმედე და ბიძო, კმარა. 

დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება. 

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება. 

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. 

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

არჩევნები 2020#იმოქმედესაპროტესტო წარწერები ბათუმშიბათუმი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 26 ივლისი, 2021 - 13:46დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
  • ოთხშაბათი, 9 ივნისი, 2021 - 15:05ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
  • პარასკევი, 12 მარტი, 2021 - 16:29სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
  • ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021 - 20:51მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
  • ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021 - 20:29მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 22:52

მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი

ტრამპი: ირანთან შეთანხმების ხელმოწერა ხვალ არის დაგეგმილი, ჰორმუზი ყველასთვის გაიხსნება
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 22:42

ტრამპი: ირანთან შეთანხმების ხელმოწერა ხვალ არის დაგეგმილი, ჰორმუზი ყველასთვის გაიხსნება

უფლებამოსილებას გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს – TV პირველი
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 22:05

უფლებამოსილებას გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს – TV პირველი

4 წელი მიჩქმალული იყო, როცა ინფორმაცია მივიღეთ, რეაგირება მოჰყვა – მდინარაძე კადრებზე
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 20:56

4 წელი მიჩქმალული იყო, როცა ინფორმაცია მივიღეთ, რეაგირება მოჰყვა – მდინარაძე კადრებზე

Reuters: ტრამპი G7-ის სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან ერთად სამუშაო სესიას დაესწრება
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 19:24

Reuters: ტრამპი G7-ის სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან ერთად სამუშაო სესიას დაესწრება

ყველაზე კითხვადი

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
1ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
2DR: რუსეთი ევროპის საზღვრებთან შეიარაღებას აძლიერებს და შესაძლო ომისთვის ემზადება
3იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
4SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
5თარხან-მოურავი: საქართველო ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში