საარჩევნო უბნების დახურვიდან 18 საათზე მეტი გავიდა, თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში უბნების ნახევარზე ნაკლები აქვს დათვლილი და გამოქვეყნებული ოფიციალურ ვებგვერდზე. ზოგ ოლქში ცესკომ უბნების მხოლოდ 18-27% დაითვალა, მაქსიმალური მაჩვენებელი კი – 40 %-ია. ყველაზე მეტი უბნის მაჟორიტარული ბიულეტენები დათვლილია სამგორში, ყველაზე ნაკლები – ისანში. წინასწარი მონაცემებით, თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
- გლდანის რაიონი (115 უბნიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები, სულ 29%) –ნიკა მელია - 43.197%, ლევან კობიაშვილი - 43.58%
- ვაკის რაიონი (81 უბნიდან დათვლილია 30 უბნის მონაცემები, სულ 37%) – ნოდარ ტურძელაძე - 41.66%, ელენე ხოშტარია - 36.3%
- საბურთალოს რაიონი (97 უბნიდან დათვლილია 27 უბნის მონაცემები, სულ 27%) –დავით სერგეენკო - 44.08%, ალექსანდრე ელისაშვილი - 18.8%
- ნაძალადევის რაიონი (103 უბნიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები, სულ 33%) – მიხეილ ყაველაშვილი - 45%, შალვა ნათელაშვილი - 25.19%
- დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები (104 უბნიდან დათვლილია 40 უბნის მონაცემები, სულ 38%) – გიორგი ვოლსკი - 44.45%, ანა დოლიძე - 19.81%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 19.7%
- ისნის რაიონი (85 უბნიდან დათვლილია 16 უბნის მონაცემები, სულ 18%) – კახა კახიშვილი - 46.95%, ხატია დეკანოიძე - 25.66%
- მთაწმინდის და კრწანისის რაიონები (78 უბნიდან დათვლილია 28 უბნის მონაცემები, სულ 35%) – ბექა ოდიშარია - 47.64%, შალვა შავგულიძე - 28.42%
- სამგორის რაიონი (122 უბნიდან დათვლილია 49 უბნის მონაცემები ანუ 40%) –სოზარ სუბარი - 46.04%, ლევან ხაბეიშვილი - 38.75%.
რაც შეეხება პროპორციულ შედეგებს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით უბნების 94.26% დათვალა. პირველადი მონაცემებით, ქართულ ოცნებას 48.12% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას - 26.94%, ევროპულ საქართველოს 3.79%, ლელოს - 3.19, პატრიოტთა ალიანსს - 3.18%, სტრატეგია აღმაშენებელს 3.15%, გირჩს - 2.95%, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს 1.34%, ლეიბორისტულ პარტიას 1%, ნინო ბურჯანაძის ერთიან საქართველოს - 0.85%.