არჩევნები 2020

დეკანოიძე: არ ვაპირებთ უკან დახევას, ეს არჩევნები არალეგიტიმურია

ჩვენ [ოპოზიცია] მივალთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და იქ გავაკეთებთ განცხადებას. ამაზე ვმსჯელობთ ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, გათვითცნობიერებული გვაქვს ეს, შესაბამისად, არ ვაპირებთ უკან დახევას არცერთი წუთი. გეტყვით ძალიან მარტივად, ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძე. ცესკომ არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ქართულ ოცნებას 54.72% აქვს, ენმ-ს - 23.61%, ევროპელებს - 3.99%. დათვლილია ხმების 28,2%.

კომენტარები