არჩევნები 2020

მელია: კალაძის ბავშვობის მეგობარმა კვიჟინაძემ, გლდანში ჩვენს დამკვირვებელს იარაღი დაუმიზნა

მთავარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის და გლდანში ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, თბილისის მერის კახა კალაძის ბავშვობის მეგობარმა, დათო კვიჟინაძემ, გლდანში საარჩევნო უბანთან, დამკვირვებელს იარაღი დაუმიზნა. 

მიუხედავად ამისა, მელიას ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შტაბის წევრი დააკავეს. 

"იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ პირველ მიკრო რაიონში, 84-ე საარჩევნო უბანთან და ვინმე დათო კვიჟინაძემ, კახა კალაძის ბავშვობის მეგობარმა, დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენ დამკვირვებლებს იარაღი. ამ დროს პოლიციამ დააკავა ჩემი შტაბის წევრი და არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი". - ამბობს ნიკა მელია. 

მისივე თქმით, ქართული ოცნება არჩევნებს აგებს და სწორედ ამიტომ, კრიმინალების მობილიზება მოახდინა. მელიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, გამოცხადდნენ გლდანის ცენტრალურ შტაბთან, რომ ხმები დაიცვან. 

"მივმართავ მხარდამჭერებს ამ ქვეყნისა, არა ჩემს მხარდამჭერებს ან ოპოზიციის, კრიტიკული საათები მოდის ხმებს სჭირდება დაცვა და გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში რომ რამდნეიმე საათში გადავმაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები". - ამბობს მელია. 

გლდანში საარჩევნო უბნებთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. უბნებთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები.79-ე უბანთან პუბლიკასა და ტვ პირველის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, ენმ-ძალა ერთობაშიას სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, გლდანში საარჩევნო უბანზე გასროლა მოხდა.

ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები