არჩევნები 2020

ხაბეიშვილი: ჩემი ინფორმაციით, გლდანში საარჩევნო უბანზე გასროლა მოხდა 

ენმ-ძალა ერთობაშიას სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, გლდანში საარჩევნო უბანზე გასროლა მოხდა.

"ჩემი ინფორმაციით, რაც მაქვს, გლდანში საარჩევნო უბანზე გასროლა მოხდა ერთ-ერთი დამკვირვებლის მისამართით. 

ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ჩემთვის გასაგებია, რაც ხდება გლდანში და, ზოგადად საქართველოში, საარჩევნო უბნებზე – კრიმინალური ბანდფორმირებები ჰყავთ მობილიზებული და მათი უმეტესობა ნარკოლოგიური თრობის ქვეშ იმყოფება". – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

გლდანის საარჩევნო ოლქში ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები. გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტები დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებსაც. 

ტაბულა ინფორმაციას განახლებად რეჟიმში შემოგთავაზებთ.

ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები