არჩევნები 2020

ვაშაძე: ხმა მივეცი იმას, რომ მოსახლეობის 50% აღარასოდეს აღარ იყოს შიდა ემიგრაციაში

ხმა მივეცი იმას, რომ მოსახლეობის 50% აღარასოდეს აღარ იყოს შიდა ემიგრაციაში და არ თვლიდეს ხელისუფლებას და სახელმწიფოს არათავისიანად. და იმას მივეცი ხმა, რომ საქართველოს ეროვნული თანხმობა და კომპრომისი სჭირდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდეს უზარმაზარ გამოწვევებს, რომლებიც ეხლაც გვაქვს და კიდევ უფრო მეტი გვექნება 2024 წელს. 

მეორე ტური იქნება თუ არა, ამაზე ერთი გამოთქმა არსებობს, ეგ რომ ვიცოდე, ნიუ-იორკში ვიქნებოდიო. წესით, უნდა მოვიგოთ პირველ ტურში.

პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც საქართველოში არასდროს არ ყოფილა. იქნება ძალიან მრავალპარტიული, იქნება ძალიან განსხვავებული და იქნება ძალიან ძნელად სამართავი, რაც არის კარგი, იმიტომ, რომ პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტაბი, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ურახუნებს იმ კანონპროექტებს, რაც მას სურს. 

ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისში, გრიგოლ ვაშაძემ, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

კომენტარები