არჩევნები 2020

ვაშაძე: იოტისოდენა შანსიც არ აქვს "ოცნებას" რომ საერთოდ უმრავლესობა ჰქონდეს

ხმა მივეცი საქართველოს მომავალს აღმშენებლობას, ხმა მივეცი ცვლილებებს, ხმა მივეცი იმას, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, დღეს უნდა იყოს შემობრუნების წერტილი საქართველოს განვითარების და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს. ყველას ვთხოვ, მოვიდნენ არჩევნებზე, რადგან საქართველოს მომავლის გასაღები დღეს თქვენს ხელშია. ეს არაა ჩვეულებრივი ერთი დღე, ეს დღე განსაზღვრავს მომავალ ათწლეულებს, როგორ განვითარდება ქვეყანა... ხალხის ეს აქტივობა და ამხელა რიგები საარჩევნო უბნებთან ცალსახად მიუთითებს, რომ იოტისოდენა შანსიც კი არ აქვს ქართულ ოცნებას რომ საერთოდ უმრავლესობა ჰქონდეს. ჩვენ საერთო ძალებით აუცილებლად ქვეყნის აღმშენებლობის დაწყებას.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

კომენტარები