არჩევნები 2020

ხაზარაძე: ივანიშვილი აქტივს აჩვენებს კავკასიონს, ვენახს და არა გაჭირვებას, რომელიც შექმნეს

რასაც ბიძინა ივანიშვილი ეუბნება ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, თავიანთ აქტივს რომ ეუბნება, რომ სხვა საქართველო არ არის, ეს არის შენი საქართველო და აჩვენებენ კავკასიონს, ვენახს, გლეხ კაცს და არ იმ გაჭირვებას, რომელიც მათ ბოლო 8 წლის განმავლობაში შექმნეს, არის ადამიანების მოტყუება. ლამაზი კლიპებით ვერ გადაფარავ იმ რეალობას და უბედურებას, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიტანა ამ ქვეყანაში.

კრიტიკულად განწყობილი ადამიანები კი არა, „ოცნების“ მხარდამჭერები არ მისცემენ მას ხმას. ადამიანი ერთხელ მოდის ამ ქვეყანაზე და ადამიანი შექმნილია, განსაკუთრებით საქართველოში, ბედნიერებისთვის. ბედნიერება არ არის, პარტიას გადაჰყვე იმიტომ, რომ ქვეყანა გააუბედუროს ამ პარტიამ და მას ჩაჰყვე ბოლომდე. ბედნიერებაა თავისუფლება და თავისუფლებას ერთი ხმა სჭირდება, პროტესტი სჭირდება, ბრძოლა სჭირდება.

ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე. ივანიშვილმა ქართული ოცნების შემაჯამებელ შეხვედრაზე თქვა, რომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქართველ კაცს არ მოუწიოს, აჩეხოს ვაზი.

კომენტარები