კარდაშიანების ოჯახი

ქანიე ვესტმა კიმ კარდაშიანს დაბადების დღეზე გარდაცვლილი მამის ჰოლოგრამა აჩუქა

Be Funky

21 ოქტომბერს კიმ კარდაშიანს 40 წელი შეუსრულდა. დაბადების დღეზე ქმარმა, ჰიპ-ჰოპ არტისტმა ქანიე ვესტმა გარდაცვლილი მამის, რობერტ კარდაშიანის ჰოლოგრამა აჩუქა. 

"დაბადების დღეზე ქანიემ ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარი გამიკეთა. სპეციალური სიურპრიზი სამოთხიდან, მამაჩემის ჰოლოგრამა. გაუჩერებლად ვუყურებთ და ემოციებით ვივსებით". – წერს კიმ კარდაშიანი.

რობერტ კარდაშიანი ლოს-ანჯელესელი ადვოკატი იყო, რომელმაც სახელი გახმაურებული ო ჯეი სიმფსონის საქმით გაითქვა. კარდაშიანი 2003 წელს გარდაიცვალა, კიმმა მძიმედ განიცადა მამის გარდაცვალება, წლების განმავლობაში მან არაერთხელ სცადა მამის სულთან კონტაქტის დამყარება სხვადასხვა სპირიტისტული რიტუალებით.

რეალითი შოუს ვარსკვლავმა დაბადების დღე კერძო კუნძულზე, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. წვეულებიდან გამოქვეყნებული ფოტოებს სოციალურ ქსელებში ნეგატიურად შეხვდნენ, გლობალური უმუშევრობისა და პანდემიის პირობებში მომხმარებელთა ნაწილმა კარდაშიანების ოჯახი ფუფუნების უადგილო დემონსტრირებაში დაადანაშაულა.

 

კომენტარები