არჩევნები 2020

მარგველაშვილი: იმედი მაქვს, არ იქნება ერთპიროვნული გამარჯვებული თეთრ ცხენზე

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, მგონი, ვისწავლეთ ეს გაკვეთილი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკოსი იქნება, რა კარგი ადამიანი იქნება ის არჩევნებამდე, თუ შენ ამ ადამიანს მისცემ ჭარბ ძალაუფლებას, ყველა ადამიანი არის სახიფათო და საშიში იმიტომ, რომ ეს არის მარტივი ჭეშმარიტება – ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.

მარტივად გაიხსენეთ ის პერსონაჟები, ვინც გვახსენდებიან პოლიტიკური წარსულიდან, გავიხსენოთ ის პერსონაჟები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს თითის ქნევით ესაუბრებოდნენ საზოგადოებას, ესენი არ იყვნენ ასეთი საშიშები და ასეთი გამბედავები მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ.

ნებისმიერი, ვინც აბსოლუტურ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში, ხდება საშიში. 

ეს გაკვეთილი აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას, რომ არ აპირებს ვინმეს გადასცეს საქართველოს მთელი დროშები და მთელი გასაღებები და უთხრას, რომ თქვენ გვმართეთო.

იმედი მაქვს, რომ არ იქნება ერთპიროვნული გამარჯვებული თეთრ ცხენზე, რომელიც მერე შემოგვიტრიალდება და შეურაცხყოფას მოგვაყენებს...

ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი Palitra TV-ს ეთერში.

კომენტარები