NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ყაჩაღობა ზუგდიდში

ბადრი ესებუას სახლი გაჩხრიკეს, შსს განცხადებას 20:00 სთ-ზე გაავრცელებს

ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2020 - 19:34
ფორმულა
tbl.ge/56hh
დაკოპირდა

მთავარი არხისა და ფორმულას ცნობით, მოქმედი სამხედროს, ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. მთავარი არხი ორი დღეა ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ სწორედ ესებუაა ის ყაჩაღი, რომელმაც ზუგდიდში საქართველოს ბანკში მძევლები აიყვანა და $500 000-ის მიღების შემდეგ მიიმალა. 

ტელეკომპანიები ზუგდიდში ბადრი ესებუას სახლიდან კადრებს ავრცელებენ, სადაც ჩანს, რომ დალეწილია შესასვლელი კარი და ნივთები გადმოყრილია კარადებიდან. მთავარი არხის ცნობითვე, ესებუა უკვე დაკავებულია. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ოფიციალურ განცხადებას უწყება 20:00 საათზე გააკეთებს. 

გუშინ, 25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ ყაჩაღი უკვე იდენტიფიცირებული იყო და მედიას მოუწოდა, არ გაევრცელებინათ მისი ვინაობა. მთავარმა არხმა იმავე დღესვე გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ყაჩაღი მოქმედი სამხედრო, ბადრი ესებუა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.

შეიარაღებული ყაჩაღი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

ყაჩაღობა ზუგდიდშიშსსშინაგან საქმეთა სამინისტრო

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2020 - 13:33ბადრი ესებუას მამა: უდანაშაულოა, თბილისშია, ხვალ ან ზეგ მოვა
  • ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2020 - 20:02შსს: საქ. ბანკში შეჭრილი ყაჩაღი ბადრი ესებუაა, ის დაკავებული არ არის
  • კვირა, 25 ოქტომბერი, 2020 - 14:59შსს: ზუგდიდში ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა იდენტიფიცირებულია
  • ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2020 - 15:48ვოლსკი: ვახტანგ გომელაური მოწოდების სიმაღლეზე იყო
  • ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2020 - 15:41ვოლსკი: არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები ხდება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:56

როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა – დაიღუპა 30 წლამდე კაცი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:49

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა – დაიღუპა 30 წლამდე კაცი

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:25

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:00

EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს

სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 12:19

სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕