ენმ 2020

სააკაშვილი: ის, რაც ჩვენ შევძელით ადრე 8 წელიწადში, ახლა გასაკეთებელი გვაქვს 2 წელიწადში

საქართველოში უნდა ცხოვრობდეს მინიმუმ 7 მილიონი ადამიანი. უნდა დავიბრუნოთ ყველა ქართველი მთელ მსოფლიოში გაბნეული. საქართველოში უნდა იყოს ყველაზე სწრაფად განვითარებადi ეკონომიკა, როგორიც ოდესღაც იყო. საქართველოში უნდა იყოს მომავლის და დაცულობის განცდა. ჩვენ ვეღარ დაგვამარცხებს ვერც დაავადება. ჩვენ შევქმნით ეროვნული ხსნის კომიტეტს კოვიდის წინააღმდეგ, შევქმნით სიტუაციას, როცა დამნაშავეობა ვეღარ გაიჯეჯილებს საქართველოში, კანონის უზენაესობა იქნება, წესრიგი და ჰუმანურობა იქნება, რომ არავინ არ დაიჩაგროს. იქნება დიდი, სწრაფი მოძრაობის განცდა. ის, რაც ჩვენ შევძელით ადრე 8 წელიწადში, ახლა გასაკეთებელი გვაქვს 2 წელიწადში და ორ წელიწადშივე გავაკეთებთ.

თქვა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მაჟორიტარად დავით კირკიტაძის წარდგენისას.

კომენტარები