კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: ამ ეტაპზე, სასწავლო დაწესებულებებში მასშტაბური გავრცელების რისკები არ არის

ამ ეტაპზე არ ვთვლით, რომ ვიმყოფებით ისეთ მგომარეობაში, როდესაც რაიმე მასშტაბური გავრცელების რისკებია სასწავლო დაწესებულებებში, თუ ამ რისკებს დავინახავთ, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი TV მაესტროს ეთერში, კითხვაზე, ხომ არ უნდა გადავიდეს სასწავლო პროცესი ისევ სრულად დისტანციურ რეჟიმში. საქართველოში 20 ოქტომბერს კორონავირუსის 1194 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ რეჟიმზე მაშინ გადავიდა, როცა ინფიცირების რამდენიმე ერთეული შემთხვევა იყო დადასტურებული.

კომენტარები