არჩევნები 2020

ბოლნისში კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრს თავს დაესხნენ

რუსთავი 2

პოლიტიკური პარტია ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრს ბოლნისის სოფელ ნახიდურში თავს დაესხნენ. კახა ოქრიაშვილის თქმით, სავარაუდოდ, იარაღიდანაც გაისროლეს და შტაბის წევრის მანქანას ნატყვიარიც აქვს.

"ჩვენი შტაბის წევრს თავს დაესხნენ ორი მანქანით, პრაქტიკულად, ვიცით ვინც არიან, ვინ შეაჯახა მანქანა, უნდოდათ, რომ გადავარდნილიყო გვერდზე. რამდენჯერმე შეეჯახნენ, სავარაუდოდ, ისროდნენ ჰაერში, მანქანას ესროდნენ დამიზნებით და მანქანას ახლა აქვს ერთი ნატყვიარი". –ამბობს კახა ოქრიაშვილი ტელეკომპანია მთავარის ეთერში.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ინფორმაცია ამ დროისთვის ზუსტდება.

კომენტარები