არჩევნები 2020

სააკაშვილი: კრიზისიდან გამოსაყვანად ყველაზე კომპეტენტური ვარ, ვინც არ აღიარებს, იდიოტია

თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც სამჯერ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერობა, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის...

ამ შემთხვევაში ჩემს თავზე ვლაპარაკობთ, უბრალოდ, რომ ცოტა შემოვიტკაცუნოთ ლოყებზე და ვთქვათ, ვიღაც იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, ჭე კლასის ლიგის წარმომადგენელზე, ხო. გადახედეთ საბერძნეთის პრესას, ყველა გაზეთში ერთ-ერთი მთავარი თემაა [ჩემი საბერძნეთში ჩასვლა]. სადაც არ უნდა გამოვჩნდე, საქართველოს სახელი უკავშირდება, გვინდა თუ არ გვინდა, ვიღაცა შურით სკდება თუ ბოღმით თავის პატარა ინსტინქტების გამო,  მიკავშირდება მე. და მე ჩემს სახელს პირადად ვუკავშირებ საქართველოს, ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო მთელ მსოფლიოში სალაპარაკო.

თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც არის ყველაზე მეტად კომპეტენტური საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად. ამას თუ ვინმე არ აღიარებს, ის, უბრალოდ, იდიოტია, ან, უბრალოდ, სხვა მოტივები ამოძრავებს

ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი TV პირველის ეთერში.

კომენტარები