Edison Research: მთავარ პრობლემად კრიმინალს მოსახლეობის მხოლოდ 16% ასახელებს

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში მთავარ პრობლემად კრიმინალს მოსახლეობის მხოლოდ 16% ასახელებს. გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემებად უმუშევრობას (63%), სიღარიბეს (52%) და მზარდ ფასებს (43%) მიიჩნევს. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 20% ნარკომანიას ასახელებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემად, ხოლო 18% – ოკუპირებულ ტერიტორიებს.

სხვა პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 15% – კორონავირუსი
  • 12% – განათლებას
  • 12% – აზარტული თამაშებს
  • 11% – ჯანდაცვას
  • 7% – ემიგრაციას
  • 7% –​​​​​​​ კორუფციას
  • 6% –​​​​​​​ კანონის უზენაესობის ნაკლებობას
  • 2% –​​​​​​​ გარემოს დაცვის პრობლემებს
  • 1% –​​​​​​​ მედიის თავისუფლება

კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი –​​​​​​​ 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 1.5%-ია.

კომენტარები