კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა, 208 – გამოჯანმრთელდა

Shutterstock

საქართველოში ახალი კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში 7 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

კორონავირუსის ახალი 523 შემთხვევიდან 194 თბილისში დადასტურდა, 172 აჭარაში, 117 იმერეთში, გურიასა და შიდა ქართლში 7-7, 4 შიდა ქართლში, 16 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა მთიანეთში 1.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 11 794 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 323 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 85 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 471 შემთხვევაა აქტიური. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები