ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე დინამოსთან შეკრებილებზე: ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს?

ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, ვინც გუშინ იქ იყვნენ? მეტს არაფერს არ ვიტყვი.

სხვაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ Facebook Live-ში. გუშინ, 8 ოქტომბერს საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩი ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა. პარტია გირჩის ორგანიზებით დინამოს გარე ტერიტორიაზე მატჩის ტრანსლაცია მიმდინარეობდა, სადაც მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

კომენტარები