რეკლამა

® საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ჩართულობით, სამტრედიის სოფელ ღანირში ტყემლის, მსხლის და ვაშლის ბაღებს ტყემლის ახალი ნარგავები დაემატა. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ნარგავები 5 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.  პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი აგროსესხით, მეწარმემ შეიძინა ტრაქტორი და გამართა დენის და სარწყავი სისტემები. ასევე, კაპიტალურად შემოღობა ფართობი და აღჭურვა ვიდეოკამერებით.

წელს უკვე პირველად, მეწარმემ 12 ტონამდე მოსავალი მიიღო, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაყიდა. მომავალ წელს კი მოსალოდნელია 35 ტონა მოსავლის მიღება. სწორედ ამიტომ, მეწარმე სამომავლოდ საწარმოს აშენებასა და ტყემლის საწებლის წარმოების დაწყებას გეგმავს.

ბანკის ინვესტიცია 50 000 ლარია. ობიექტზე ამჟამად  10 ადამიანია დასაქმებული.  ბაღებს საკუთარი აგრონომი ემსახურება.

“სასიხარულოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესი გაფართოვდა. სამტრედიის სოფელ ღანირში ტყემლის და ხილის ბაღების გაშენების პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდას, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას. ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდნენ ბიზნესები და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. გვჯერა, რომ მსგავსი პროქტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის  ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები