თუ დავუკვირდებით სიტუაციას, თითქმის 600 შემთხვევიდან თითქმის 500-მდე არის აჭარაში. ერთ რეგიონშია კონცენტრირებული პრაქტიკულად ეპიდემია, აქედან გამომდინარე, აჭარა ამ სიტუაციას მართავს. ყველა ვხედავთ, რომ აჭარაში არ არის შემთხვევა, რომ მძიმე ავადმყოფი საავადმყოფოში არ მოხვდეს. უმრავლესობა არის COVID-სასტუმროებში, პაციენტების ნაწილი – სახლებში, მაგრამ ვისაც სჭირდება სამედიცინო მაღალკვალიფიციური დახმარება, ისინი ხვდებიან საავადმყოფოში. ანუ აჭარაში სისტემამ გაუძლო ძალიან მაღალ დატვირთვას. ეს გვაძლევს სწორედ იმის პროგნოზის საშუალებას, რომ საქართველოში, არ გვინდა, რა თქმა უნდა, რომ ასეთივე სიტუაცია იყოს როგორც აჭარაში, ამიტომ ვიხვეწებით, რომ დავიცვათ ნიღბის ტარების და დისტანციის წესი, მაგრამ თუ სისტემის გამოცდაზე მიდგება საქმე, სისტემა კი გაუძლებს, მაგრამ რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მეტი შეეწირება.
კორონავირუსი საქართველოში
იმნაძე: თუ სისტემის გამოცდაზე მიდგება საქმე, სისტემა გაუძლებს მაღალ დატვირთვას
tbl.ge/54my
დაკოპირდა

ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში "პოლიტმეტრი" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოში ეპიდმდგომარეობის მართვის პროგნოზებზე ისაუბრა
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება




