ავარია ზესტაფონში

ზესტაფონში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

metro.us

ზესტაფონში, სოფელ შროშასთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. გარდაცვლილია მსუბუქი მანქანის მძღოლი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები