რეკლამა

® "კავკასუს ონლაინი" და Tik Tok - რა ხდება აშშ-ში, როცა სახელმწიფო ბიზნესს ავიწროვებს

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ამერიკაში ტიკ ტოკის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ წერს: 

„ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება tiktok საქმიანობის შეჩერების შესახებ კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ 2 დღის წინ შეაჩერა. 

მოსამართლის გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი კონსტიტუციით დაცული ადმინისტრაციული წარმოების, გასაჩივრებისა და სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის უფლებების დარღვევა იყო. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში tiktok -ს მიერ დავის წარმოება უკვე აზრს კარგავდა რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იქნებოდა და საქმიანობა გაჩერებული. 

სწორედ ასეთივე ანტიკონსტიტუციური რეგულაცია ჩაწერა ჩვენმა პარლამენტმა კომუნიკაციების კანონში, რითაც ოპერატორებს და უმთავრესად კავკასუს ონლაინის კომისიის მიერ სანქციის გამოყენებისას არ ექნებათ სასამართლოში დავის არსებითი განხილვის საშუალება." - წერს ლევან ალაფიშვილი.

კომენტარები