აკირა კუროსავა

HBO აკირა კუროსავას რაშიომონის მიხედვით სერიალს გადაიღებს

Medium

სატელევიზიო არხი HBO აკირა კუროსავას ლეგენდარული ფილმის, რაშიომონის მიხედვით სერიალის გადაღებას გეგმავს. 

ახალი პროექტის ადაპტირებულ სცენარზე ბილი რეი და ვიჯრინ უილიამსი იმუშავებენ. მინისერიალის გადაღების იდეა 2018 წელს სტივენ სპილბერგს მოუვიდა, მისმა შვილობილმა კომპანიამ, Amblin TV-მა უფლებები შეიძინა, საბოლოოდ პროექტი HBO-ს განკარგულებაში მოხვდა. 

რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობების მიხედვით გადაღებული ფილმი 1950 წელს გამოვიდა. რაშიომონი იმ დროისთვის რევოლუციური იყო, კუროსავას მიერ შექმნილ თხრობის სტილს რაშიომონის ეფექტი ეწოდა.

კომენტარები