კორონავირუსი საქართველოში

გახარია: თებერვალში დღეში 200 ტესტს ვაკეთებდით, მარაგებიც კი არ გვქონდა, დღეს 9 000-ს ვაკეთებთ

ქვეყანაში მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, თებერვალისა და მარტის თვეში ჩვენ დღეში ვაკეთებდით 200 ტესტს, მარაგებიც კი არ გვქონდა, PCR ტესტზეა საუბარი. დღეის მდგომარეობით, სექტემბერში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დღეში აკეთებს 9 000 ტესტს. რა თქმა უნდა, ამისთვის დრო იყო საჭირო. ამას სჭირდებოდა როგორც რესურსები, ასევე ადამიანების გადამზადება.  

გარდა ამისა, მარტის თვეში PCR ტესტს ქვეყანაში აკეთებდა მხოლოდ ერთი, ლუგარის ლაბორატორია, დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.

კომენტარები