არჩევნები 2020

კალაძე სააკაშვილზე: ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის

თბილისის მერისა და ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ის ეთანხმება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და არც მას სჯერა კოალიციური მთავრობის.

კალაძის თქმით, ქართული ოცნების არსებობის პირობებში კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება არ არსებობს.

"ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიური მთავრობის და დღეს ამის აუცილებლობა არ არის. დღეს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება, არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით და არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს". - თქვა კალაძემ.

გუშინ, 20 სექტემბერს, ტვ პირველის ეთერში, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას, საერთოდ არ სჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების. მან ასევე თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ან აიღებს უმრავლესობას, ან საქართველო დაიღუპება.

კომენტარები