არჩევნები 2020

კაპანაძე Ipsos-ის კვლევაზე: ჩანს, ოცნების რეიტინგი ვარდება, რადგან ეს ჩაფლავებული მთავრობაა

ევროპული საქართველო

"ამ კვლევაში, ისევე როგორც მანამდე სხვა კვლევებში, მათ შორის "ედისონ რისერჩის", IRI-სა და NDI- ს კვლევებში ჩანს, რომ ვარდება ქართული ოცნების რეიტინგი და ესაა აბსოლუტურად გასაგები, რადგან ეს ჩაფლავებული მთავრობაა". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგული კვლევითი ცენტრის, Ipsos-ის მიერ ჩატარებულ კვლევას.

კაპანაძის შეფასებით, იზრდება ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, მათ შორის ევროპული საქართველოსი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა ამოვიდეს ქვეყანა ჭაობიდან და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები.

"ასევე ჩანს ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, 60%-ზე მეტი, ითხოვს ცვლილებებს და ითხოვს, რომ ეს არასწორი მიმართულება შეიცვალოს და ესეც ძალიან ნათელია. [...] ამიტომ, ძალიან მარტივი რამ მოხდება ამ არჩევნებზე, დამარცხება ქართული ოცნება და გაიმარჯვებენ ის ძალები და პირველ რიგში, ასეთია ევროპული საქართველო, რომელსაც რეალური გეგმა აქვს როგორ მოხდეს ცვლილებები და რა დაკვეთაც არის საზოგადოებაში, რომ გარდამტეხი ცვლილებები იყოს და შეიცვალოს ეს ჭაობი, ასეთ ცვლილებებს სთავაზობს ევროპული საქართველო საზოგადოებას". – ამბობს კაპანაძე.

მთავარი არხის დაკვეთით ფრანგული კვლევითი ცენტრის, Ipsos-ის კვლევა გუშინ გამოქვეყნდა. კითხვაზე, თუ ვის მისცემდა ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ქართულ ოცნებას ასახელებს, 15.5% ნაციონალურ მოძრაობასევროპულ საქართველოს კი 5%. ასევე კვლევის მიხედვით, ხელისუფლების მუშაობით გამოკითხულთა 35% უკმაყოფილოა, 34% - მეტნაკლებად კმაყოფილი. ხოლო გამოკითხულთა 64%-მა თქვა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კომენტარები