IPSOS-ის კვლევა

Ipsos: შეიცვლება თუ არა ხელისუფლება არჩევნებით – "აუცილებლად" – 12%, "მაღალი ალბათობით" – 29%

პარლამენტი

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების შემდეგ, გამოკითხულთა პასუხები ასეთია:

  • აუცილებლად შეიცვლება – 12%
  • მაღალი ალბათობით, შეიცვლება – 29%
  • სავარაუდოდ, იგივე დარჩება – 28%
  • აუცილებლად იგივე დარჩება – 17%

კითხვაზე, გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს, გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ "მინდა", 26% – "არ მინდა".

მთავარი არხის დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია. 

კომენტარები