ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის კვლევა ჩაატარა.
კითხვაზე, გსურთ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
- მინდა – 56%
- არ მინდა – 26%
მთავარი არხის დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია.