ქართული ოცნება

ხუნდაძე: 55% არასრულფასოვნად იკვებება, მაგრამ საქართველოში შიმშილით არავინ იღუპება

ტყუილი არის ის, რომ ქვეყანაში შიმშილით იღუპებიან ბავშვები და 60-70% არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. რა თქმა უნდა, სოციალური ფონი არის ის, რაც არის, ეს გაჭირვება არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინწინ, მაგრამ 2012 წელთან შედარებით, სიღარიბე არის შემცირებული. ბატონი რომან გოცირიძე 2015 წელს ადარებს სიღარიბის მაჩვენებელს და არა 2012 წელს, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში.

რა თქმა უნდა, სიღარიბე დღესაც პრობლემაა, მაგრამ სიღარიბის და შიმშილის გამო, დღეს ქვეყანაში არც ერთი, მით უმეტეს ბავშვი არ იღუპება. არასრულფასოვან კვებასთან ჩვენ გვაქვს საქმე, ისევე როგორც მსოფლიოს. 55% მოქალაქეებისა არასრულფასოვანი კვებით იკვებება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოში შიმშილით იღუპებიან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პლენარულ სხდომაზე, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

კომენტარები