IRI-ს კვლევა

IRI: არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს - "ოცნება" 36%, ენმ 15%, ევროპელები 4%

ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, გამოკითხულთა 36% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას ხმას 15% მისცემდა, ევროპულ საქართველოს კი 4%. 

IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% მისცემდა ხმას პატრიოტთა ალიანსს, ასევე 4% სტრატეგია აღმაშენებელს, 3% ლეიბორისტულ პარტიას, 2% სამოქალაქო მოძრაობას, 2% ლელოს, 2% გირჩს, 1% - ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა, 2% - სხვა, 3% - არცერთს, 23%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.  

გამოკითხვა 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში, რესპონდენტების სახლში, პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქე 1 500-მა სრულწლოვანმა, ხმის მიცემის უფლების მქონე პირმა მიიღო. კვლევის შედეგების ცდომილება 2.5%-ია. 

პროცენტების ჯამი,ს შესაძლოა, 100 არ იყოს, რასდგან რიცხვები დამრგვალებულია.

კომენტარები