IRI-ს კვლევა

IRI: ყველაზე მეტი, 26%, მთავრობის მთავარ მიღწევად "არაფერს" თვლის

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, თუ რას თვლიან მთავრობის მთავარ მიღწევად, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 26% ამბობს, რომ არაფერს. 

22% ქართული ოცნების მთავარ მიღწევად კორონავირუსთან ბრძოლას ასახელებს, 12% ჯანდაცვის რეფორმებს, 4% ინფრასტრუქტურას, ასევე 4% სტაბილურობას, 3% სიტყვის თავისუფლებას, 3% - გზებს, 2% - პენსიების გაზრდას, 2% პანდემიის დროს კომუნალური გადასახადების დაფარვას, 1% - დემოკრატიას, 1% - უვიზო მიმოსვლას, 1% სოციალურ სარგებელს, 1% - განათლების რეფორმებს, 5% - სხვა, 17% კი კითხვაზე პასუხს არ იძლევა. 

გამოკითხვა 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში, რესპონდენტების სახლში, პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოქალაქე 1 500-მა სრულწლოვანმა, ხმის მიცემის უფლების მქონე პირმა. კვლევის შედეგების ცდომილება 2.5%-ა. 

პროცენტების ჯამი, შესაძლოა, 100 არ იყოს, რასდგან რიცხვები დამრგვალებულია.

კომენტარები