Edison Research

ჯაფარიძე Edison-ზე: შანსები თანაბარია, თუ ოპოზიცია გონივრულად მოიქცევა, გავიმარჯვებთ

მგონი, რასაც ეს კვლევა აჩვენებს, მთავარი არის ის, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის შანსები არის, დაახლოებით, ერთნაირი. თუ ოპოზიცია მოიქცევა გონივრულად და ჩვენ შევძლებთ, რომ ამომრჩეველს ავუხსნათ, თუ რის გაკეთება გვინდა და როგორ გვინდა შევცვალოთ ეს ქვეყანა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მგონია, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს აუცილებლად.

ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი, რაც ჩანდა ამ კვლევაში და ამ მიმართულებით, მგონია, რომ რაღაც ნაბიჯებს ჩვენ ვდგამთ. მათ შორის, ხვალ გვაქვს შეთანხმებაზე ხელმოწერა, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემის დანარჩენ ნაწილს, ესაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუს-ი. მანამდე, ჩვენ უკვე შეთანხმებული ვართ, თუ როგორ ვაპირებთ რეფორმირება მოვახდინოთ სასამართლოში და ვაპირებთ ამ მიმართულებით კიდევ გაგრძელებას და ეკონომიკაზე და განათლებაზე გამზადებული გვაქვს ასევე შეთანხმება, რომელიც ასევე ხელმოსაწერი არის.

ეს მგონია, რომ არის სწორი გზა, რომ მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არის ძალიან ჭრელი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ერთმანეთთან თანხვედრა არა აქვს - არც ღირებულების თვალსაზრისით და ხშირ შემთხვევაში ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილნი ერთმანეთის მიმართ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვახერხებთ რაღაც საკითხებზე დაჯდომას, საუბარს და რაღაცების შეთანხმებას. მგონია, რომ ეგ არის მთავარი მესიჯი, რომელიც ოპოზიციიდან ახლა უნდა მიდიოდეს ამომრჩეველთან, რომ მომავალ პარლამენტში ქაოსი კი არ იქნება, არამედ, ოპოზიცია ჯამში შეძლებს რაღაცებზე შეთანხმებას, მათ შორის, უმრავლესობის შექმნას, მთავრობის დაკომპლექტებას და კონკრეტული რაღაცების გაკეთებას. ეს არის მთავარი, რაც მე დავინახე ამ კვლევაში. 

ზურაბ ჯაფარიძე Edison Research-ის კვლევებს ფორმულას ეთერში 15 სექტემბერს გამოეხმაურა.

კომენტარები