Edison Research

Edison Research: თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის ოლქი - კანდიდატების რეიტინგი

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ირაკლი ქადაგიშვილი, ქართული ოცნება - 44%;
  • გიორგი ბოტკოველი, ენმ - 41%;
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი, ევროპული საქართველო - 13%;
  • სხვა კანდიდატი - 2%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

კომენტარები