ახალი კორონავირუსი საქართველოში

სოფელ მატანში, ზოდში, ჩხაკაურში და ქიწნისში I ოქტომრამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება

thedailysheeple.com

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ამ სოფლებთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები და ყველა შემსვლელ და გამომსვლელ პირს გაუკეთდება COVID 19-ზე ტესტი და გაივლის თერმოსკრინინგს.

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ქვეყანაში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 392 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები