ახალი კორონავირუსი ისრაელში

ისრაელის მთავრობა 19 სექტემბრიდან სამკვირიან კარანტინს აცხადებს

Washington Institute

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 19 სექტემბრიდან სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდება და ის 9 ოქტომბრამდე იმოქმედებს. მთავრობა ამას მოახლოებული ეროვნული დღესასწაულებით ხსნის, სადაც მასობრივი შეკრებების თავიდან აცილება რთული იქნება.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდა ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს.

ამ გადაწყვეტილების გამო თანამდებობა დატოვა მინისტრთა კაბინეტის ორმა წევრმა. მათი თქმით, ეს შეზღუდვები ადამიანებს წლის მთავარი რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაში უშლის ხელს.

ისრაელში სულ COVID-19-ის 153 759 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 114 635 გამოჯანმრთელდა, 1 108 კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 037 შემთხვევა გამოვლინდა.

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 29 მილიონს უკვე გადააჭარბა.

კომენტარები