რუსული ოკუპაცია

სუს: ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი უკანონოდ კიდევ ერთხელ გადმოწიეს

პირველი არხი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი უკანონოდ კიდევ ერთხელ გადმოსწიეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, გააქტიურდა "ცხელი ხაზი" და "მოთხოვნილ იქნა უსაფრთხო გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა".

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

"საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები