პოლიტიკა

ზახაროვას პოსტის გამო პუტინმა და ლავროვმა სერბეთის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩის რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერის პოსტის გამო ბოდიში მოუხადეს.

ინფორმაცია ამის შესახებ რია ნოვოსტისთან საუბარში სერბეთის პრეზიდენტმა გაავრცელა. მოგვიანებით, მობოდიშების შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმაც დაადასტურა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ფეისბუკ პოსტში, სერბეთის პრეზიდენტის თეთრ სახლში გამართულ ვიზიტს გამოეხმაურა და შეხვედრის ილუსტრირება ფილმ "ძირითადი ინსტინქტის" ერთ-ერთი კადრით მოახდინა. 

"არც პრეზიდენტ პუტინს და არც სერგეი ლავროვს, ჩემთვის არასდროს არაფრისთვის მოუხდიათ ბოდიში. ამის გამო კი ორივემ ბოდიში მომიხადა. თან ეს ისე გააკეთეს, რომ მათთვის არაფერი შემიხსენებია და როგორც კარგად აღზრდილი ადამიანი ამას არასდროს ვიზამდი. ვთვლი, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს და მომხდარს უმნიშვნელო ინციდენტად მივიჩნევ", - ამბობს სერბეთის პრეზიდენტი.

კომენტარები