არჩევნები 2020

თურნავა ოცნების ოცეულზე: ეს არის მართლაც საოცნებო გუნდი, Dream Team, შეიძლება ითქვას

ძალიან მაგარი შემადგენლობა, ძალიან მაგარი გუნდი წარვადგინეთ დღეს, აქ არის ერთმანეთთან ძალიან კარგად შეზავებული გამოცდილება, ეფექტურობა, წარსული წარმატება და უკვე ნაკეთები საქმეები, მოსახლეობაზე ზრუნვის ეფექტური გადაწყვეტილებები, ასევე, ახალგაზრდა სახეები, ახალგაზრდა ენთუზიაზმი, ენერგია. ეს მართლაც არის წარმატების ფორმულა, გამარჯვების გარანტი. ეს არის მართლაც საოცნებო გუნდი, Dream Team, შეიძლება ითქვას.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქართული ოცნების საარჩევნო სიის ოცეულზე. აღსანიშნავია, რომ თავად თურნავა 10 სექტემბერს წარდგენილ სიაში არ არის.

კომენტარები