არჩევნები 2020

გახარია: მადლობას ვუხდი გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ამ დიდი ნდობისთვის

რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადო გუნდს, მადლობა უნდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს ამ დიდი ნდობისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარეს. ეს ამ პოლიტიკური სპეკულირების მიღმა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ ჩვენივე თავის შეფასებები გავაკეთოთ, ამას ამომრჩეველი უჩვენოდაც გააკეთებს. ყველა ყველაფერს კარგად ხედავს, ჩვენი მიზანი არის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და, რა თქმა უნდა, ადამიანზე ზრუნვა

მოქმედი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველ ნომრად და პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე.

კომენტარები