დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქართული ოცნების პარტიული სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზეც იმყოფებიან. ისინი ქართული ოცნების მაჟორიტარების წარდგენასაც ესწრებოდნენ.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება ღია სივრცეებშიც აიკრძალა. რეგულაციის არშესრულების შემთხვევაში სანქციებია გათვალისწინებული.
თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ შეეხება.





