ქართული ოცნების პროპორციული სიის პრეზენტაციაზე კავშირგაბმულობის სიგნალს ახშობენ. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო. კავშირგაბმულობის სიგნალი დაახშეს ქართული ოცნების კიდევ ერთ ღონისძიებაზე, 20 ივლისს, როდესაც პარტიამ 30 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
დღეს მმართველი პარტიის პროპორციული სიის წარდგენა იმართება.





