2020 წელს გარდაცვლილები

68 წლის ასაკში KOOL AND THE GANG-ის დამფუძნებელი რონალდ ბელი გარდაიცვალა

WSBTV

ამერიკელი კომპოზიტორი ფანკ-სოულ ბენდ Kool and The Gang-ის დამფუძნებელი რონალდ ბელი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

რონალდ ბელმა, ძმასთან რობერტ Kool ბელთან ერთად Kool and The Gang 1964 წელს დაარსა. ბენდმა ოცდაათი წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული ალბომი გამოსცა და ორი გრემის მფლობელი გახდა.

ბელი თანაავტორი იყო ბენდის ისეთი ჰიტებისა, როგორებიცაა Jungle Boogie, Celebration და Get Down On It .

 

კომენტარები