კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: დღეში 3, 4, 5 ათეულს გავუმკლავდებით, ვფიქრობთ, ასეულები არ განვითარდეს

ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდება, ჩვენ უბრალოდ ვფიქრობთ, ამაზე მეტი რაოდენობა, ასეულები არ განვითარდეს. 3, 4 და 5 ათეულიც [დღეში] არის ის მონაცემი, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება, არ დასჭირდება სერიოზული გარდაქმნები.

უბრალოდ, მიდის საუბარი იმაზე, რომ არსებული მატების გამო, ვხედავთ, რომ რეგულაციები უნდა შესრულდეს და თუ არ სრულდება, მის კონტროლსა და აღსრულებაზე სიმკაცრე უნდა იყოს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კითხვაზე, ყოველდღიურად 40-45 შემთხვევეას გაუმკლავდება თუ არა ჯანდაცვის სისტემა.

კომენტარები