ჟერარ დეპარდიე

ჟერარ დეპარდიე მართლმადიდებლად მოინათლა

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე მართლმადიდებლად მოინათლა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს

Valeurs Actuelles-ის ინფორმაციით, დეპარდიე მართლმადიდებლად პარიზში, წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მოინათლა. 

ფრანგმა მსახიობმა 2013 წელს საფრანგეთში გადასახადების თავიდან აცილების მიზნით რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. რუსეთის მოქალაქეობა მას ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიანიჭა. დეპარდიემ რუსეთის პრეზიდენტს თავად მიმართა მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მანამდე, 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში, ჟერარ დეპარდიე მაღალი გადასახადების გამო საფრანგეთიდან ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად.  

დეპარდიე საფრანგეთში 2018 წელს დაბრუნდა.

კომენტარები