star wars

ჯონ ბოიეგამ ვარსკვლავური ომები გააკრიტიკა

CBR

ბრიტანელმა მსახიობმა ჯონ ბოიეგამ გამოცემა GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში ახალი ვარსკვლავური ომები გააკრიტიკა.

"სტუდიამ კარგად იცოდა, როგორ უნდა განვითარებულიყო ადამ დრაივერისა და დეიზი რიდლის თეთრკანიანი მთავარი პერსონაჟები. მაგრამ, როდესაც ჯონ ბოიეგასა და კელი მარი ტრენზე მიდგა საქმე, ამბავი უბრალოდ მიაფუჩეჩეთ. და რა გინდათ რომ ვთქვა? რომ ეს ძალიან მაგარი იყო? მადლობა ამ შანსისთვის? ამ სიტყვებს მხოლოდ მაშინ გაიგებთ, როდესაც ისინი სიმართლის შესაბამისი იქნება. და კიდევ, თავი დაანებეთ ბოლო ნაწილის რეჟისორს ჯეი ჯეი აბრამსს. თქვენი ჩასვრილი საქმის გამოსწორება უბრალოდ შეუძლებელი იყო". – ამბობს მსახიობი.

გარდა ამისა მსახიობმა ფანების რასიზმზეც ილაპარაკა.

"ბრაზდები, როდესაც იაზრებ, რომ იმ ინდუსტრიაში მოგეცა შანსი, რომელიც შენთვის ჯერ მზად არ არის. არცერთი მსახიობისთვის არ უთქვამთ, რომ მისი როლის გამო ფილმს, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. არავის დამუქრებიან სიკვდილით Instagram-სა და სხვა სოციალურ ქსელებში. ფანების აზრით, შავკანიანმა არ უნდა ითამაშოს სტორმტრუპერი".

კომენტარები