ალექსეი ნავალნის მოწამვლა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიას ალექსეი ნავალნის ანალიზების პასუხები მოსთხოვა

NYT

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ალექსეი ნავალნისთვის ნარკოტიკებზე, საწამლავებზე, მძიმე მეტალებსა და ინჰიბიტორებზე ჩატარებული ანალიზების შედეგების გაზიარებას მოსთხოვა. 

რუსული მხარე ასევე ითხოვს იმ პრეპარატების ჩამონათვლას, რომლებსაც გერმანელი ექიები ნავალნის მკურნალობისთვის იყენებენ და ინფორმაციას გენეტიკურ და ქრონიკულ დაავადებებზე, რომლებსაც შეიძლებოდა ხელი შეეწყოთ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისთვის

თავის მხრივ პროკურატურამ გერმანულ მხარეს გაუგზავნა ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთში ჩატარებული შემოწმებების შედეგები.

ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის ამ დრომდე კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. გერმანიამ ნავალნის მოწამვლის გამო შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. ვლადიმირ პუტინის განსხვავებით ის დაინტერესებულია მომხდარს ობიექტურ გამოძიებაში. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები