49 წლის ასაკში წარმოშობით კოლუმბიელი დიჯეი და პროდიუსერი, ერიკ მორილო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. პოლიციის თქმით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
მორილოს ეკუთვნის საცეკვაო ჰიტი I Like To Move It, რომელიც ფსევდონიმით Reel 2 Real 1994 წელს გამოუშვა. კომპოზიცია ჩარტებში კიდევ ერთხელ, 2005 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც ანიმაციური ფილმის, მადაგასკარის, საუნდრეკი გახდა.
კომპოზიტორს ერთ თვეში სასამართლო პროცესი უწევდა. მას ერთ-ერთ ღონისძიებაზე დიჯეი ქალზე სექსუალური თავდასხმა ედებოდა ბრალად.