11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

კობახიძე: წესის არ აგებით ეკლესია ოჯახს ეუბნება, რომ ნაწამებმა 11 წლის ბავშვმა ღმერთი დაგმო

ღმერთი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს, არ არსებობს. 11 წლის ბავშვი საკუთარმა მამამ ცემით თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ეკლესია ამბობს, წესს არ ავუგებო. ეს ბავშვი თუ ავად იყო, ექიმის ცნობა მომიტანეთო. 

წესის აგებაზე უარის თქმით ეკლესია ბავშვის ოჯახს და საზოგადოებას ეუბნება, რომ ნაწამებმა 11 წლის ბიჭმა ღმერთი დაგმო და ახლა ღმერთმა ის ჯოჯოხეთში გაუშვა სატანასთან, რომელიც ბავშვის წამებას მარადიულად გააგრძელებს. ასეთი მამაძაღლი ღმერთი არ შეიძლება არსებობდეს, ასეთი მამაძაღლები მხოლოდ მეუფე მამაოები შეიძლება იყვნენ და არიან კიდევაც მაგრად. სახარებისეულ ღმერთს საქართველოს წმინდა, მართლმადიდებელ, ავტოკეფალურ და კიდევ რაღაც ჯანდაბა და დოზანა ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე. თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი გიორგი ამბობს, რომ, თუ 11 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდება, ეკლესია გამონაკლისს ვერ დაუშვებს და მას წესს არ აუგებენ.

კომენტარები