ბელარუსი-რუსეთი

ბელარუსში რუსეთის საპატრიარქომ ეგზარქოსი შეცვალა და ახალი დანიშნა

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური გვერდი წერს, რომ 2020 წლის აგვისტოში ქალაქ მოსკოვის დანილოვის მონასტერში ჩატარდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის რეგულარული შეხვედრა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის თავმჯდომარეობით.

წმიდა სინოდმა გაითვალისწინა ბელორუსის საპატრიარქოს ეგზარქოსის, მინსკის და ზასლავის მიტროპოლიტის, პავლეს შუამდგომლობა, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მას მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის.

ბელარუსის ეგზარქოსად დაინიშნა ბორისოვისა და მარინგორსკის ეპისკოპოსი ბენიამინი. მან დროებით შეინარჩუნა ბორისივის ეპარქიის მმართველის წოდება.

კომენტარები