NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
არჩევნები 2020

შტაბი, ქოლცენტრი - როგორ აპირებს ოპოზიცია საკუთარი და ერთმანეთის ხმების დაცვას

ორშაბათი, 24 აგვისტო, 2020 - 13:37
tbl.ge/50qv
დაკოპირდა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30-მდე ოპოზიციური პარტია საკუთარ და ერთმანეთის ხმებს დაიცავს. ამ მიზნით ოპოზიციამ თბილისი მარიოტში სპეციალურ მემორანდუმს მოაწერა ხელი. ლეიბორისტულ პარტიაში შეხვედრების მონაწილე პარტიები თანხმდებიან, რომ ერთმანეთის ხმების დაცვაში ყველა უნდა ჩაერთოს. ისინი გაყალბების წინააღმდეგ კონკრეტულ მექანიზმებს განიხილავენ. 

მემორანდუმის პირობების შესასრულებლად შეიქმნება კონკრეტული შტაბი, რომელშიც ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შევლენ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მუშაობას დაიწყებს ქოლცენტრი და პოლიტიკური ორგანიზაციები კოორდინირებულად იმოქმედებენ.

"30-მდე ოპოზიციური პარტია, პრაქტიკულად სრული სპექტრი, თანხმდება ერთმანეთის ხმების დაცვაზე და თანხმდება იმას, რომ ერთობლივი ძალისხმევით არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძლავრი პოლიტიკური სიგნალი ოპოზიციის ერთობის შესახებ, ამ დოკუმენტს აქვს პრაქტიკული ღირებულებაც და მასში ასახული იქნება ის პრაქტიკული მექანიზმები, რომლითაც ოპოზიცია ერთმანეთს ხმებს დაიცავს", - თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

"ჩვენ დავიცავთ არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი პარტიების ხმებს, არამედ თითოეული ამომრჩევლის ხმას, იმისთვის, რომ არცერთი ხმა ივანიშვილმა არ მოიპაროს, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი ყველა თანამოქალაქის ხმა იყოს რეალურად ასახული სამართლიან არჩევნებში, რომელიც გახდება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების გარანტი" - ამბობს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი თინა ბოკუჩავა.

"შეიქმნება კონკრეტული შტაბი, სადაც იქნება ყველა პარტიის წარმომადგენელი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყებს მუშაობას ქოლცენტრი, სადაც არჩევნების დღეს, ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი ადგილებიდან გამოაგზავნის ინფორმაციას დარღვევების შესახებ და შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია კოორდინირებულად იმოქმედებს" - განაცხადა დემოკრატიული საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

დეკლარაცია, რომელიც ლეიბორისტების ოფისში შეხვედრების მონაწილე ოპოზიციურმა ძალებმა შეიმუშავეს, სხვა პარტიებისთვისაც ღიაა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ ალეკო ელისაშვილის და მარიამ ჯაშის პოლიტიკური გაერთიანებები.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.

არჩევნები 2020ხმების დაცვაოპოზიცია

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 26 ივლისი, 2021 - 13:46დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
  • ოთხშაბათი, 9 ივნისი, 2021 - 15:05ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
  • პარასკევი, 12 მარტი, 2021 - 16:29სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
  • ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021 - 20:51მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
  • ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021 - 20:29მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო

კომენტარები

ბოლო სიახლეები

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:18

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! BOG პარალიმპიური ნაკრების სპონსორია (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 18:54

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! BOG პარალიმპიური ნაკრების სპონსორია (რ)

მტრულ ძალად და სახელმწიფოდ მიაჩნიათ აშშ - ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 18:23

მტრულ ძალად და სახელმწიფოდ მიაჩნიათ აშშ - ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕